სამხატვრო ხელმძღვანელი დირექტორი შემოქმედებითი ჯგუფი ადმინისტრაცია ტექნიკური ჯგუფი

 ზურაბ გეწაძე

განათლება:        


1988-1992 წწ  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი/ დრამისა და კინოს  მსახიობის ფაკულტეტი, პროფ. / მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი (დიპლომი წარჩინებით)

2008–2013 წ.წ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, დრამის მსახიობისა და რეჟისურის ფაკულტეტის მაგისტრანტი

რობერტ სტურუას ჯგუფი



პროფესიული გამოცდილება:

1992 წლიდან დღემდე:  თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი და რეჟისორი.  
2000 წელი:  შემოქმედებითი კავშირი "კავკასიური თეატრალური ლაბორატორიის" დამფუძნებელი, მენჯერი, ამჟამად აღმასრულებელი დირექტორი.
2005-2007 წწ:  ფოკის დედათა მონასტერთან არსებული ტიხრული მინანქრისა და ოქრომჭედლობის სახელოსნო "ფოკანის" PR-მენეჯერი.
2005 წლიდან დღემდე:  თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი.
2009 წლიდან დღემდე:  თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მმართველი

შესრულებული როლები:


თეატრალური სპექტაკლები:


ლუიჯი პირანდელო - "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი" - როლი: რეჟისორი (რეჟ.: გოგი მარგველაშვილი)
 
რიონესკუ აკუტაგავა - "ცხოვრება იდიოტისა"  - როლი: სინძო (რეჟ.: დავით დოიაშვილი)
                         
დავით კლდიაშვილი - "ბაკულას ღორები" - როლი: კაცია (რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი)

უილიამ შექსპირი - "ზაფხულის ღამის სიზმარი" - როლი: ფილოსტრატე (რეჟ.: მიხეილ თუმანიშვილი)
 
ფედერიკო გარსია ლორკა - "მარიანა პინედა" - როლი: ფერნანდო (რეჟ.: გიორგი სიხარულიძე)
 
ედუარდო დე ფილიპო - "ნეაპოლი-მილიონერთა ქალაქი" - როლი: პეპე (რეჟ.: ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი)

ჯეინ მარტენი - "კილი და დუ" - როლი: ვალერი (რეჟ.: ქეთი დოლიძე)

ჰაინე მიულერი - "მედეა-მასალა" - როლი: იასონი (რეჟ.: მიხეილ მარმარინოსი)
 
ჟან ბატისტ მოლიერი - "ტარტიუფი" - როლი: კლეანტი (რეჟ.: დავით საყვარელიძე)

ჯონ სინგი - "გმირი" - როლი: ფილი ქულენი (რეჟ.: ზურაბ გეწაძე)

იოკე ვან ლეეუვენი - "ჰიპ" - როლი: ვარე (რეჟ.: დავით საყვარელიძე)

გურამ დოჩანაშვილი - "ჰარალეთი, ჰარალეთი" - როლი: ტიტიკო (რეჟ.: ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი)

სხვადასხვა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მონაწილე.      

მხატვრული ფილმები:

"ანანოს დაბადების დღე" - როლი: ომარი (რეჟ.: ოთარ ლითანიშვილი)

 "საქველმოქმედო კონცერტი" – როლი: მათხოვარი (რეჟ.: ოთარ ლითანიშვილი)
 
"გრაფიტი" – როლი: რედაქტორი (რეჟ. ვანო ბურდული)

 "ხმა ღვთისა" – ფილიმონ ქორიძე (რეჟ. ნანა ჯანელიძე)

სატელევიზიო გადაცემების წამყვანი:

1998-2000 წლები:  "ტელე-პროცესი" - მე-9 არხი

2000 წელი: "გვირგვინი" - I არხი

ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო აღნიშვნის
მონაწილე.

2004-2006 წლები: “იმედის დილა”,  “ჩვენი ეზო” - ტ/კ იმედი.  

2007 წელი: მუს. კონკურსის “იმედის ტალღა II”-ის პრიზიორი - ტ/კ იმედი.

სხვადასხვა საზეიმო კონცერტებისა და საღამოების წამყვანი  

განხორციელებული პროექტები და დადგმული სპექტაკლები:

2002 წელი: თანამედროვე ქართული პიესების კითხვა, მენეჯერი.

2004 წელი: თეატრალური ფესტივალი "ახალი დრამა", მენეჯერი.

2004 წელი:  სპექტაკლი "გმირი" - ჯონ სინგის მიხედვით, კინომსახიობთა  თეატრი, დამდგმელი რეჟისორი და პროექტის მენეჯერი.

2007 წელი: სპექტაკლი "მელოტი მომღერალი ქალი" - ეჟენ იონესკოს მიხედვით, კინომსახიობთა თეატრი, პროდიუსერი,
დამდგმელი რეჟისორი, აღმასრულებელი დირექტორი.

2008 წელი:   "4:48 ფსიქოზი" - სარა კეინი (კითხვა), რუსთაველის თეატრი  (ექსპერიმენტული სცენა) რეჟისორი.

2008 წელი:   "სალომე ყანჩელის საღამო", რუსთაველის თეატრი, მენეჯერი, დამდგმელი რეჟისორი (რობერტ სტურუასთან ერთად)

2009 წელი თანამედროვე ქართული პიესების კითხვა თუმანიშვილის თეატრში. ბ. ჯანიკაშვილის "მეტრო" და ლ. კეკელიძის "მკვდარი  საათი". რეჟისორი, პროექტის მენეჯერი.

2010 წელი - სპექტაკლი "7 პ.პ." - ლაშა ბუღაძის მიხედვით, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, დამდგმელი რეჟისორი

2013 წელი - სპექტაკლი "პოლიცია" - სლავომირ მროჟეკის მიხედვით, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, დამდგმელი რეჟისორი

2016 წელი - სპექტაკლი "მეფე ლირი" - უილიამ შექსპირის მიხედვით, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, დამდგმელი რეჟისორი