თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სარეპერტუარო თეატრია.
თეატრს სახელმწიფო აფინანსებს, შედგება მუდმივი დასისა და მოწვეული მსახიობებისაგან.
თეატრის სცენა თავად მიხეილ თუმანიშვილმა დააპროექტა. ტექნიკურად გამართული სცენა კულისებისა და ფარდის გარეშე, სამივე მხრიდან არის გახსნილი.
. კინომსახიობთა თეატრის რეპერტუარში 18 სპექტაკლია
. თეატრი შედგება მუდმივი დასისა და მოწვეული მსახიობებისგან
. თეატრალური სეზონი - სექტემბერიდან ივლისის ჩათვლით გრძელდება
. სპექტაკლების რაოდენობა სეზონის განმავლობაში - 200
. მაყურებელთა რაოდენობა სეზონის განმავლობაში - 28 000
. ადგილების რაოდენობა - 191
2012 წელს გაიხსნა მცირე დარბაზი, რომელიც ძირითადად გამიზნულია თეატრალური ექსპერიმენტებისა და სტუდიური მუშაობისათვის. ადგილების რაოდენობა - 65
ბილეთის ფასი 20 - 50 ლარამდე
თეატრში ფუნქციონირებს საგამოფენო სივრცე და არტ კაფე "ზაზანოვა"