ინფორმაცია ტექნიკური მონაცემები საგამოფენო სივრცე კაფე

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სარეპერტუარო თეატრია. თეატრს   სახელმწიფო აფინანსებს,  შედგება მუდმივი დასისა და მოწვეული მსახიობებისაგან. ტექნიკურად გამართული სცენა კულისებისა და ფარდის გარეშე, სამივე მხრიდან არის გახსნილი.   თეატრის სცენა თავად მიხეილ თუმანიშვილმა დააპროექტა.

. კინომსახიობთა თეატრის რეპერტუარში 25  სპექტაკლია 

. თეატრალური სეზონი - სექტემბერიდან ივნისის ჩათვლით გრძელდება

. სპექტაკლების რაოდენობა სეზონის განმავლობაში - 200 

. მაყურებელთა რაოდენობა სეზონის განმავლობაში - 28 000

ადგილების რაოდენობა - 200.

2012 წელს გაიხსნა მცირე დარბაზი, რომელიც ძირითადად გამიზნულია თეატრალური ექსპერიმენტებისა და სტუდიური მუშაობისათვის. ადგილების რაოდენობა - 80. 

ბილეთის ფასი - 7/10/12/15 ლარი