ჰამლეტი/მანქანა
ინფორმაცია
ფოტო
ბილეთის შეძენა



ჰაინერ მჲულერი


"ჰამლეტი/მანქანა"


რეჟისორი/ინცენირების ავტორი - ზურაბ გეწაძე
კოსტუმების მხატვარი – სოფო მარიამ ქორიძე
სცენოგრაფია – შოთა გლურჯიძე, ზურაბ გეწაძე
კომპოზიტორი/ცოცხალი შესრულება - ერეკლე გეწაძე
ქორეოგრაფი - ქეთი ასათიანი
ვიდეო - გიორგი ხოსიტაშვილი
ტექნიკური რეჟისორი - ელა კაზარიანი


მონაწილეობენ: პაატა ინაური, ლია კაპანაძე, ნინი იაშვილი, ქეთა შათირიშვილი, ნიკა წერედიანი, ნანუკა ლითანიშვილი, ქეთი ასათიანი, გაგი შენგელია, ირაკლი კერესელიძე


სპექტაკლის შესახებ:

ახალი სპექტაკლი „ჰამლეტი/მანქანა“ თანამედროვე მაყურებელს შესთავაზებს მოულოდნელი, ორიგინალური კუთხით დანახულ, საუკუნეების წინ წამოწეულ „ჰამლეტის პრობლემას“ - მოაზროვნე ადამიანის მდგომარეობას დღევანდელ მსოფლიოში, რომლისთვისაც ისევე რთულია ადათ-წესებზე დაფუძნებული, კარგად მოფიქრებული და გააზრებული გადაწყვეტილების განხორციელება, როგორც 1600 წელს შექსპირის პერსონაჟისათვის. სპექტაკლის ე.წ. „ხერხემალი“ იქნება გერმანელი დრამატურგის თანამედროვე პოსტმოდერნული ტექსტი, რომელიც თითქოს დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ამ ფონზე სასოწარკვეთილებამდე მისული მოაზროვნე ადამიანების მდგომარეობაზე და გამოსავლის ძიებაზეა დაწერილი.


პროექტის მიზანია ახალი ფორმების, გამომსახველობითი საშუალებებისა და თამაშის ახლებური ხერხების ძიება ექსპერიმენტების საშუალებით. თეატრალური კვლევა, კერძოდ; რეპეტიციის პროცესში, როლზე მუშაობისას, კ.სტანისლავსკის „ქმედითი ანალიზის“ მეთოდისა და ვს.მეიერჰოლდის „თეატრალური ბიომექანიკის“ სინთეზური გამოყენება პრაქტიკაში.


სპექტაკლი ეძღვნება მიხეილ თუმანიშვილის 100 წლისთავს


სპექტაკლის ხანგრძლივობა: 90 წუთი