ნანილი
ინფორმაცია
ფოტო
ბილეთის შეძენა

ანზორ სალუქვაძე


ნანილი


ინსცენირების ავტორი და რეჟისორი : ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი

მხატვარი : შოთა გლურჟიძე

კომპოზიტორი : გიორგი ჩლაიძე

ქორეოგრაფი : გოგი ოსეფაშვილი

ტექნიკური რეჟისორი : სოფო დანელია


მონაწილეობენ: ანა მატუაშვილი,თენგიზ წულაია, ბექა ჯუმუტია, რეზო გიორგობიანი, დარეჯან ხაჩიძე, ანა ნიკოლაშვილი, ნათია მეტრეველი, მაკა ცინცაძე,ნიკა წერედიანი, თორნიკე ქასრაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ვაჟა მღებრიშვილი, თათა თათარაშვილი, ირაკლი ჩუხუა


სპექტაკლის ხანგრძლივობა 80 წთ 


მოკლე ანოტაცია: 

 

     ფილოსოფიური ხასიათის პოემა „ნანილი“ - შექმნილია ქართული ხალხური ლექსების, თქმულებებისა და მითების მიხედვით. მასში მოთხრობილია სამშობლოსათვის უანგარო თავდადების და მარადიული სიყვარულის შესახებ აღწერილი თუშთა და ლეკთა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა. მთავარი გმირი - ნანილი - გვევლინება, როგორც გაპარტახებული და უძეოდ დარჩენილი ქვეყნის აღორძინებისა და იმედის სიმბოლო.

               ანზორ სალუქვაძის ფილოსოფიური პოემა „ნანილი“ მიეკუთვნება იმ ნაწარმოებთა რიცხვს, რომლებიც მარადიულ ფასეულობათაა მიჩნეული.   მიგვაჩინია, რომ  ბრწყინვალე პოეზიასთან თანაზიარება, შეხება ისეთ მარადიულ თემასთან, როგორიცაა სამშობლოსათვის თავდადება, სიყვარული და ერთგულება მეტად აქტუალურია.  უსაზღვრო რწმენა, იმედი და სიყვარული - ეს იმ თემების მცირე რიცხვია, რომლებიც ქმნიან ამ ნაწარმოების იდეურ-თემატურ საოცარ ფონს და ეს თემატიკა აუცილებლად უნდა გაჟღერდეს დღეს სასცენო ფიცარნაგიდან. ფორმა და მხატვრული გადაწყვეტა, რომელსაც სადადგმო ჯგუფი შეთავაზებს მაყურებელს ორიგინალური და უნიკალურია. ამ პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ  შესძენს ქართულ თეატრალურ სივრცეს ფილოსოფიური ხასიათის სპექტაკლს, რომელიც  ქართული ხალხური ლექსების, თქმულებებისა და მითების მიხედვით ახლებურ გაანალიზებას და აქტუალობას განაპირობებს.