ბაკულას ღორები
ინფორმაცია
ფოტო
ბილეთის შეძენა

დავით კლდიაშვილი


ბაკულას ღორები

 

ინსცენირების ავტორი:  ცოტნე ნაკაშიძე

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ თუმანიშვილი

რეჟისორები: ცოტნე ნაკაშიძე, ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი

მხატვარი: გივი ცერაძე

მუსიკალური გაფორმება:  გიული დარახველიძე

 

მონაწილეობენ: გია აბესალაშვილი, მზია არაბული, პაატა ბარათაშვილი, რუსუდან ბოლქვაძე,  ზურა გეწაძე, ირინა გიუნაშვილი, გვანცა გურგენიშვილი, ვანო თარხნიშვილი, რამაზ იოსელიანი, გუგა კახიანი, ზაზა მიქაშავიძე, თემო ნატროშვილი, ლაურა რეხვიაშვილი, გიორგი ყიფშიძე, ზურა ყიფშიძე, ნინო ჩხეიძე, ნინელი ჭანკვეტაძე,  დარეჯან ხაჩიძე, დარეჯან ჯოჯუა

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა 80 წთ

 /ერთ მოქმედებად/

პრემიერა შედგა: 17.11.1978

 

სპექტაკლის შესახებ:

მეზობლის ღორები გალაქტიონ ხოსოლიანის ბოსტანს შეეჩვივნენ და სულმთლად გადათელეს, გააოხრეს, გააპარტახეს იგი. აღარ დაადგათ საშველი. „ღმერთი თუ გწამს, მომაშორე ეს ღორები!“ - სთხოვდა და ემუდარებოდა მეზობელს გალაქტიონი. მაგრამ ვერას გახდა. გაახსენდა საწყალ გალაქტიონს, რომ კანცელარიაში მისი ცოლის დეიდაშვილი შაშა მსახურობს. გადაწყვიტა, სადილზე მიიწვიოს კანცელარიის ჩინოვნიკები. დაინახავდა ბეზობელი ბაკულა, რა ხალხთან მეგობრობს გალაქტიონი და შეეშინდებოდა, ჩაკეტავდა თავის ღორებს საღორეში.

არამზადა შაშამ თითქმის მთელი კანცელარია წამოიყვანა. საბრალო გალაქტიონმა გაწყვიტა, რაც რამ სულიერი ჰყავდა სახლში და საკადრისი სუფრა გაშალა. გაიძვერა მოხელეები გამოთვრენ, ატეხეს აყალ-მაყალი და ღორებზე უარესად იქცეოდნენ. საწყალი გალაქტიონი, ბავშვები მშიერი დაურჩა.

აღარ იცის გალაქტიონმა, როგორ მოიქცეს, სად ეძებოს სამართალი. ბოლოს გადაწყვიტა, მოხელეებზე შური იძიოს. მათზე საშინელი ‘დანოსი’ დაწერა, მოხელეები კი არა,  ნამდვილი ყაჩაღები არიანო. დაბრუნდა გალაქტიონი შინ და რას ხედავს? ისევ შემოვარდნილან ბაკულას ღორები ბოსტანში, ისევ გადაუთელავთ და მოუსპიათ ყველაფერი.

„როგორ ვიცხოვროთ?“ გვეკითხება დავით კლდიაშვილი. „როგორ იარსებოს ადამიანმა ამ განუკითხავი თარეშის გარემოცვაში, სადაც ყველაფერი იყიდება და სიმართლის აღარავის სჯერა. რა დარჩენია საწყალ გალაქტიონს, მეზობელი მეზობლად აღარ ვარგა, ძმა ძმად და შვილი შვილად. გაფუჭდა ხალხი, გაღორდა. სასაცილოდაც  არ ყოფნით ისეთი ცნებები, როგორიცაა პატიოსნება, პატივისცემა, ყურადღება, ერთმანეთისთვის ზრუნვა, სიკეთე. შექმნილმა პირობებმა ადამიანებში უიმედობა, დაბნეულობა შვა. ვიღაც უიღბლოდ ცდილობს იეშმაკოს, ვიღაც მოთმინებისაკენ მოუწოდებს და მთელ ამ უსაშველობას ორთავიანი არჭივი ადგას სკიპტრით ჭანგებში’

მიხეილ თუმანიშვილი