ყველა პროექტები მედია
04/02/2021
მიხეილ თუმანიშვილი - 100


2021 წლის 6 თებერვალს დიდ ქართველ რეჟისორს, თეატრის მკვლევარს, პედაგოგს, ჩვენი თეატრის დამაარსებელს, მიხეილ თუმანიშვილს 100 წელი შეუსრულდებოდა.

"70 წლისა კი არა, 100 წლისაც რომ ვიყო, ახალგაზრდებთან ყოველთვის ვიმუშავებ იმიტომ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამასწინათ ვერ ვიყავი კარგად, არითმია მქონდა თუ რაღაც ჯანდაბა. მივედი თეატრში, სარეპეტიციო დარბაზში შევედი და დამავიწყდა არითმიაც და ყველაფერი ამქვეყნად. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რა ბედნიერებაა, რომ სცენა არსებობს!"

მიხეილ თუმანიშვილი