ყველა პროექტები მედია
29/05/2020
8 ივნისიდან! -“ონლაინ შეხვედრები თუმანიშვილის თეატრში"

 


თუმანიშვილის თეატრი ახალ პროექტს იწყებს - “ონლაინ შეხვედრები თუმანიშვილის თეატრში" 

ჩვენო ერთგულო და მონატრებულო მაყურებელო, ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად ვაგრძელებთ თქვენთან ურთიერთობას და გთავაზობთ შეხვედრებს ჩვენს მსახიობებთან. შეხვედრა იქნება ონლაინ რეჟიმში, თქვენთვის საინტერესო თემებზე, რადგან შეგეძლებათ კითხვა დაუსვათ და მათთან ერთად იმსჯელოთ როგორც მათ როლებზე, ასევე თუმანიშვილის თეატრის აწმყოზე /თუ ვინმეს აინტერესებს, წარსულზეც/ და რაც მთავარია, მომავალზე. იმედია, ერთად გადავიტანთ ამ რთულ პერიოდს და მალე შევხვდებით ჩვენს პატარა, ლამაზ და განსაკუთრებულ თეატრში. 

გთხოვთ, ხმა მისცეთ მსახიობს ან მსახიობებს, რომელთანაც ისურვებდით ონლაინ შეხვედრას. ხმის მიცემა შესაძლებელია მითითებულ ლინკზე >>> https://www.facebook.com/groups/tumanishvilitheatre/permalink/10157371928957709/