ყველა პროექტები მედია
09/09/2019
სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“- სასტუმრო „ამბასადორი - კაჭრეთი“-ს ერთ-ერთ ნომერში!

18, 19, 20 სექტემბერი / 21:00

სასტუმრო „ამბასადორი - კაჭრეთი“-ს ერთ-ერთ ნომერში!
მის: საქართველო, კახეთი, სოფელი კაჭრეთი;

ნინო ბურდული და გოგა პიპინაშვილი
ზურაბ გეწაძის სპექტაკლში - "სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“ 

პიესის ავტორი - ბასა ჯანიკაშვილი
დამდგმელი რეჟისორი - ზურაბ გეწაძე
მხატვარი - შოთა გლურჯიძე
მუსიკის ავტორი - ერეკლე გეწაძე
ვიდეო - გიორგი ხოსიტაშვილი
ტექნიკური რეჟისორი - ელენე მონასელიძე

სპექტაკლის ხანგრძლივობა 55 წუთი.

ბილეთის ფასი - 20 ლარი
ბილეთები გაიყიდება 3 სექტემბრიდან, როგორც თეატრის სალაროში, ასევე ელექტრონულად: https://biletebi.ge/tumanishvili-theatre/Schedule
სალარო მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა.

რეჟისორი ზურაბ გეწაძე თეატრის შენობიდან გადის და სპ ექტაკლის სათამაშოდ ახალ სივრცეს ირჩევს. სასტუმროს ერთ-ერთი ოთახი ერთი საათით თეატრალურ სცენად იქცევა, სადაც მსახიობებსა და მაყურებელს შორის ზღვარი თითქმის აღარ არსებობს და ყველა იქ მყოფი საძინებელში გათამაშებული ამბის მონაწილე ხდება.
ყოველთვის დგება დრო, როდესაც ყოველდღიურობასთან გასამკლავებლად ერთად-ერთი გამოსავალი საკუთარ თავთან გაუცხოებაა. ერთფეროვნება დამანგრეველია, სულიერადაც და ხორციელადაც.
სასტუმროს ოთახში ორი ადამიანი ერთმანეთის გაცნობას ცდილობს. პიესის მთავარი პერსონაჟები – ნინო (ქალი) და გია (მამაკაცი) – ცდილობენ გაიხსენონ, როდის გაიცნეს ერთმანეთი და არ უნდათ აღიარონ, რომ ერთმანეთის სახელები არ იციან.
ამ უხერხულობას ისიც ამძაფრებს, რომ ლოგინში წვანან და კარზე მოტყუებული ცოლი და ქმარი აკაკუნებს. საკუთარ მეუღლეებს გამოქცეულნი სხვის საწოლში პოულობენ მონოტონური ყოფიდან თავის დაღწევის ფორმულას. მაგრამ, მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ კარს მიღმა მდგარი ცოლ-ქმარიც თვითონვე არიან. ნინო და გია არ აღიარებენ, რომ დიდი ხანია ცოლ-ქმარი არიან და ამ გზით სიყვარულის გადარჩენას ცდილობენ. ორ ადამიანს მონოტონური ყოფიდან გაქცევა
უნდა. მათ ხელახლა უნდა იპოვონ საკუთარ თავში სიყვარულისა და ერთგულების ძალა.