ყველა პროექტები მედია
30/06/2021
პრემიერა კინომსახიობთა თეატრში!


9/10/11/16/17/18 ივლისს, 19:00 საათზე კინომსახიობთა თეატრში კოკო როინიშვილის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება!


მაყურებელი მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი სცენარისტისა და კინორეჟისორის ვუდი ალენის მოთხრობის ,,კუგელმასის ეპიზოდური როლი’’ ს მიხედვით შექმნილი პიესა ,,კუგელმასს’’ იხილავს. აღსანიშნავია, რომ ვუდი ალენის პიესა საქართველოში პირველად დაიდგა.  


მხატვარი: ბარბარა ასლამაზიშვილი


ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე


მუსიკალური გამფორმებელი: ზურაბ გაგლოშვილი


მონაწილეობენ: გია როინიშვილი, ანა მატუაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ცოტნე მეტონიძე


სპექტაკლის შესახებ: ცხოვრების რუტინისგან დეპრესიაში ჩავარდნილი კუგელმასი ჯადოქრობას მიმართავს და თავისუფლებას ემა ბოვარისთან პოულობს. ბოვარისაც უყვარდება მომავლიდან (რეალური სამყაროდან) რომანში მოხვედრილი უცნაური კაცი და მასაც უჩნდება სურვილი კუგელმასის ეპოქაში მოგზაურობისა, რასაც კუგელმასი თანხმდება. თუმცა შესანიშნავად გატარებული დროის შემდეგ ერთი პრობლემა იჩენს თავს - ემა ბოვარი, ჯადოსნური ყუთის გაფუჭების გამო რომანში ვეღარ ბრუნდება.


ბილეთები: https://biletebi.ge/tumanishvili-theatre/Schedule