ხომ არ აფრენ?!
იან ტაატეს პიესის მიხედვით
რეჟისორი - რუსუდან ბოლქვაძე
თარგმანი - ირინე ჯავახიძე
მხატვარი - მარიამ ხაჭაპურიძე
მუსიკალური გაფორმება - რუსუდან ბოლქვაძე
ქორეოგრაფი - კახა შარტავა
რეჟისორის ასიტენტი - სოფო დანელია
მონაწილეობენ: ნიკა წერედიანი, მაია გელოვანი, ანა მატუაშვილი, გეგა ჩხაიძე
სპექტაკლის შესახებ:
„ხომ არ აფრენ?! “ესაა სიურეალისტური კომედია ოჯახურ დრამაზე, თუმცა, მთავარი სათქმელი სცდება ოჯახური ცხოვრების საზღვრებს, კომფორტულ რუტინაში დაკარგულ ადამიანს და ზოგადად ადამიანური ბედნიერების არსს ეხება.მივლინებიდან დაბრუნებული ცოლი ქმარს უცხადებს, რომ აეროპორტში ვინმე მანფრედი გაიცნო, მასთან რამდენიმე დღე გაატარა, შეყვარებულია და ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ყოფილა. ქმართან ცხოვრება მოსაწყენი გამხდარა ,,ყოველი ახალი დღე წინას ჰგავს’’, მაფრედთან კი ქალს მენტალური თავსებადობა აქვს, თავს ბედნიერად გრძნობს და გადაუწყვეტია, რომ სამივემ ერთად უნდა იცხოვროს. ცხოვრების არანორმალურ რიტმს აყოლილი, ყოფით წვრილმანებში ჩაფლული ადამიანები შეძლებისდაგვარად ცდილობენ თავისი წილი ბედნიერების მოპოვებას და შენარჩუნებას. საბოლოოდ, პირისპირ მარტოდ დარჩენილი ცოლ-ქმარი ხვდება, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იპოვო სიყვარული, ოჯახური ბედნიერება კი სწორედ ყოველდღიურ წვრილმანებში შეიძლება იყოს .
სპექტაკლის ხანგრძლიოვობა - 110 წუთი პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.
ხანგრძლივობა: 110 წუთი
/ერთ მოქმედებად/
პრემიერა შედგა: 10.12.2018
განახლებული დადგმა : 16,17,18, 26 მარტი / 2023