ტანგო/ქორეოდრამა
როცა ქვეყანა დიდია..
დამდგმელი ქორეოგრაფი - კობა შონია
რეჟისორი - ირაკლი გურგენიძე, კობა შონია
ქორეოგრაფი - მარიამ ჭარხალაძე
მხატვარი - შოთა გლურჯიძე
ტექნიკური რეჟისორი - ელა კაზარიანი
მონაწილეობენ : ანი მესხი, ქეთი ასათიანი/ანა ნიკოლაშვილი, რუსუდან ბოლქვაძე, ანა-მარია გურგენიშვილი, ირაკლი გურგენიძე, ვანო დუგლაძე, ნანუკა კუპატაძე, ცოტნე მეტონიძე, თორნიკე ქუთათელაძე, კობა შონია, ანა მატუაშვილი, ბესიკ ხუსკივაძე, დარეჯან ხაჩიძე, არმენ ბაგდასარიანი
სპექტაკლის შესახებ
სპექტაკლი მაყურებელს ტანგოს ენით უყვება ამბავს პროვინციიდან დიდ ქალაქში ჩამოსული გოგონას შესახებ, რომელიც მისთვის მოულოდნელად, ერთდროულად ეჯახება ცხოვრების მრავალმხრივ ხიფათს-პირველ სიყვარულს და იმედგაცრუებას, მეგობრობას, მტრობას, უცხო გარემოში თავისდამკვიდრებას და წარმატებისთვის ბრძოლას...ამბავი, რომელიც გახსენებს, რომ ყოველდღიურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, არჩევანის წინაშე დგახარ და გაფიქრებს- რა არის ადამიანისთვის ბედნიერება?...
ხანგრძლივობა: 60 წუთი
/ერთ მოქმედებად/
პრემიერა შედგა:19.04.2018