მ ა რ თ ლ ა
(თუ გინდა იყო ბედნიერი - იყავი)
მანანა მენაბდის იგავ-არაკების მიხედვით
აბსურდი ერთ მოქმედებად
პიესის ავტორები:
მანანა მენაბდე
კატო ჯავახიშვილი
ნინო სადღობელაშვილი
დამდგმელი მხატვარი - მამუკა ტყეშელაშვილი
კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი - დათო თავაძე და მანანა მენაბდე
ქორეოგრაფი - მურო გაგოშიძე
ტექნიკური რეჟისორი - თამარ სესიაშვილი
მოქმედი გმირები:
პირველი - ნიკა ჩხაიძე
მეორე - ცოტნე მეტონიძე
მესამე - ანა მატუაშვილი
მეოთხე - ირინა გიუნაშვილი
მეხუთე - თამარ ბზიავა
მეექვსე - სალომე მიქაძე
მეშვიდე - ილიკო ჭეიშვილი
მერვე და მეცხრე - პიესის მსვლელობის დროც არ ჩანან, მხოლოდ იგულისხმებიან.
მეათე - კახაბერ შარტავა
პიესაში გამოყენებულია ფრაგმენტები პაატა ნაცვლიშვილის ლექსიდან „შესაკრებთა გადანაცვლება“
პიესის კონცეფცია, რომელიც იგავების ენითა და ესთეთიკითაა გადმოცემული, მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორია ადამიანის ბედნი სამყაროში - მისი მუდმივი სწარაფვა როგორც სრულყოფილებისკენ, ასევე ძალაუფლებისაკენ, მისი ბრძოლა ვნებებთან და ცოდვებთან, მუდმივი თყუილი საკუთარ თავთან - ამქვეყნიური დიდება, რომელიც წარმავალ სამყაროში ნგრევით მთავრდება ...
იდეის აბსტრაქტული გაგება, რომელიც რეალობის თავისებურ აღქმას გვთავაზობს, იმ რეალობისას, რომელსაც ის არ შეესატყვისება და სწორედ ეს შეუსატყვისობა იწვევს ირონიულ და გროტესკულ ეფექტს, რომელასც პიესის აბსტრაქტულ გაგებამდე მივყავართ.
ხანგრძლივობა: 100 წუთი
/ერთ მოქმედებად/
პრემიერა შედგა: 28.04.2017