მრისხანება
ინფორმაცია

ფრაიბურგის თეატრისა და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთობლივი პროექტი


მრისხანება/ZORN


თარგმანი ნინო ბურდულისა 

ნინო ხარატიშვილის ქართულ–გერმანული სპექტაკლი


რეჟისორი: ნინო ხარატიშვილი

სცენოგრაფია: იულია ბიურლე-ნოვიკოვა

კოსტიუმების მხატვარი: გუნა მეიერი

რეჟისორის ასისტენტი: კაროლინე ბარსი


რაფაელა - ქალი, რომელიც მიზეზს ეძებს - იოჰანა ეივორთი

ანტონი - სავარაუდოდ ტერორისტი - პაატა ინაური

ადამი - სელიას ქმარი - ვიქტორ ქალერო

სელია - ადამის ცოლი - ირის მელამედი

ანტონია (ტონი) - უცნობი გოგო, რომელიც ნატრობს,რომ არაფერს ნატრობდეს - მარი ბონეტი

ოსკარი - კაცი, რომელიც ვარსკვლავებს დაეძებს - ჰენდრიკ ჰოითმანი

რულა - ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გონია, რომ ღირდა - ანა მარია გურგენიშვილი

მართა - ალუბლის ტორტის მოყვარული შაკიკიანი პროდუსერი - ნინო ბურდული

მუსიკოსი – მაია კობერიძე


რაც უფრო თამამად და სუფთად ვაგებთ, მით მეტია დანაკარგი. 

- ეს არის ერთადერთი, რასაც ჩვენ ვფლობთ.

რილკე


,,ცოტაც და ავფეთქდებით’’. ასე იწყება ამბავი რვა ადამიანისა, რომელთა ბიოგრაფიები სამუდამოდ გადაიკვეთა და მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღქმა შეუძლებელი გახდა. თითეულ მათგანს ერთადერთი დღე აქვს საბედისწერო გადაწყვეტილების მისაღებად. პიესით ,,მრისხანება’’ ქართული წარმოშობის ავტორმა ნინო ხარატიშვილმა (რომელსაც ფართო მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანით ,,მერვე სიცოცხლე ბრილკასთვის’’) ადამიანის მანკიერი თვისებები და ურთიერთობები წარმოაჩინა. ამ კოპროდუქციის პარგლებში ავტორმა თავად განახორციელა დადგმა ქართველი და გერმანელი მსახიობების ანსამბლთან ერთად. სიხარბე და სიყვარული, კაპიტალიზმი და ტერორი, პორნოგრაფია და უმანკოება, რვა პერსონაჟი არჩევანის წინაშე, პასუხის ძიებაში შეკითხვაზე: როგორ ცხოვრებას ვირჩევთ? 


,,კიდევ ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც არის ,,მრისხანება,, ასეთი გამორჩეული წარმოდგენა, სწორედ გერმანულ–ქართული ანსამბლის შთამბეჭდავი შესრულებაა. პრემიერით მოხიბლულ მაყურებელსაც ასეთი აზრი შეექმნა.’’ /ბადიშე ცაითუნგ/ 


პროექტი განხორციელდა: ფრაიბურგის თეატრის მეგობართა საზოგადოების/გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს/თბილისის გოეთეს ინსტიტუტის/ საქართველოს კულტურის სამინისტროს/თბილისის მერიის მხარდაჭერით