უდღეური დღეობა
ინფორმაცია
ფოტო

რასმუს ლინდბერგი


უდღეური დღეობა


რეჟისორი : ნინი ჩაკვეტაძე

მხატვარი: თამარ გურგენიძე

მუსიკის ავტორი : თორნიკე კაკაბაძე

ტექნიკური რეჟისორი: სოფო დანელია

მონაწილეობენ:  დარეჯან ხაჩიძე, ქეთი ასათიანი,  გიორგი მარშანია,  ნინო კარდენახაშვილი,  ზაზა ვაშაყმაძე



სინოფსისი:

,,უდღეური დღეობა“  შვედი დრამატურგის, რასმუს ლინდბერგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიესაა, რომელიც წარმატებით დაიდგა ევროპის არაერთ ქვეყანაში. ეს არის ძალიან სასაცილო აბსურდული კომედია, რომელშიც ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი ერთმანეთშია არეული.პიესა მოქმედება ერთი დღის მანძილზე ვითარდება.საკუთარი დაბადების დღისთვის, ტორტის ბისკვიტის საყიდლად, შინიდან გასული გერტრუდა შემთხვევით შვილიშვილს, ჰენრიკს გადაეყრება. წყობიდან გამოსული ჰენრიკი ბებიას უყვება, რომ მისმა საყვარელმა ქალმა, ტუვემ ვიღაც გაიცნო და ახლა მისი მიტოვება უნდა.და უცებ ერთი შეხედვით თითქოს ჩვეულებრივი დღე უცებ სრულ კოშმარს ემსგავსება. პიესის გმირების დალაგებული და მშვიდობიანი ცხოვრება თავდაყირა დგება.

     მიუხედავად თავისი კომიკურობისა, სპექტაკლი ძალიან ზუსტად გამოხატავს ადამიანების გულწრფელ მოტივებს. აქ ყველას აქვს ისეთივე პრობლემები, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ყველა რაღაცისთვის იბრძვის, ყველას თავისი ოცნება აქვს და არ ერიდებიან მათ ხმამაღლა გაჟღერებას. ეს არის სიყვარულის, ადამიანური ურთიერთობებისა და შინაგან კომპლექსებთან ბრძოლის ძალიან სახალისრო ისტორიაა. და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ძალიან სასაცილო კომედია მარადიულ სიყვარულზე და ადამიანებზე, რომლებსაც უნდათ ბედნიერები იყვნენ.




სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 სთ