პოლიცია
ინფორმაცია
პრესა
ფოტო
ვიდეო
ბილეთის შეძენა

სლავომირ მროჟეკი


პოლიცია


რეჟისორი : ზურაბ გეწაძე

მხატვარი : შოთა გლურჯიძე

თარგმნი : ჯემალ ჭელიძისა


მონაწილეობენ:  მალხაზ აბულაძე, გიორგი ყიფშიძე, ვანიკო თარხნიშვილი,ნიკა წერედიანი, თემო ნატროშვილი


სპექტაკლში მონაწილეობენ ევგენი მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო განყოფილების მოსწავლეები; გუნდის ხელმძღვანელი - ეკა ჩიქოვანი


სპექტაკლის ხანგრძლიობა 1 საათი 30 წუთი

პრემიერა შედგა 07.06.2013

/მცირე სცენა/

 

სპექტაკლის შესახებ : 

“პოლიცია” პოლონელი დრამატურგის სლავომირ მროჟეკი პირველი პიესაა და მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ადრეული ნამუშევარი. იგი დაწერილია აბსურდის თეატრის ჟანრში. მოქმედება მითიურ ქვეყანაში ხდება, სადაც სახელმწიფოს  ოპოზიცია არ ჰყავს და უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარიც გათავისუფლებულია.  პოლიციის გაუქმების შიშით პოლიციის უფროსი გადაწყვეტს შექმნას სახელმწიფოს მტრის სახე ერთ-ერთი თანამშრომლისგან, რომელსაც პოლიტიკური დანაშაულის ჩადენას დაავალებს. პიესის აბსურდულობა კულმინაციას აღწევს, როცა ორივე პერსონაჟი ერთმანეთის დაპატიმრებას იწყებს , რათა აღდგეს წესრიგი მათ სამყაროში.

პიესა  1958 წელსაა დაწერილი, როგორც რეაქცია სტალინურ პოლონეთზე.  მოქმედება მეცხრამეტე საუკუნეში ვითარდება. ამბავი მეტად შთამბეჭდავი, სასაცილო და იმადროულად საშიშია. იგი დღესაც ადვილად ესადაგება ბევრ ქვეყანას თანამედროვე სამყაროში.

https://www.youtube.com/watch?v=amGtBwbY6ws