თავისუფალი წყვილი
ინფორმაცია
პრესა
ფოტო
ბილეთის შეძენა

დარიო ფო


თავისუფალი წყვილი


მთარგმნელი: მანანა ანთაძე

რეჟისორი: ქეთი დოლიძე

მხატვარი: ეკა მუხაძე, სიმონ მაჩაბელი

კოსტუმების ავტორი: ავთანდილ ცქვიტინიძე

კომპოზიტორი: გოგი ძოძუაშვილი

ქორეოგრაფი; კოტე ფურცელაძე  

 


მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ე ნ: ნინელი ჭანკვეტაძე, პაატა ბარათაშვილი, ვანო დუგლაძე, იმედა არაბული


სპექტაკლის ხანგრძლიობა 1 საათი 40 წუთი

/ერთ მოქმედებად/

პრემიერა შედგა: 08.07.2004 


სპექტაკლის შესახებ:

რეჟისორი ქეთი დოლიძის მიერ ბრწინვალედ დადგმული „თავისუფალი წყვილი”, გვიყვება სასაცილო, თუმცა მტკივნეულ ამბავს ერთი ქორწინებისა,რომლის სიმტკიცეც ეჭვისქვეშ დგება. ანტონიას როლს თუმანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე თამაშობს, რომლის მიმართ ქმარმა ინტერესი დაკარგა და ცოლს  ღია ქორწინებაც კი შესთავაზა.რისხვის და უსუსურობის, მარტოობის და უიმედობის აუტანელი განცდა მიტოვებულ ცოლს თვითმკვლელობას აფიქრებინებს, არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ანტონია  მიტოვებული დიასახლისიდან ბრწყინვალე ქალბატონად გადაიქცევა და აღმოაჩენს, რომ ეჭვიანობა მისი ქმრის გულს უკან დააბრუნებს.  სწორედ მაშინ  როდესაც გამოჩნდება ახალი ადამიანი ანტონიას ცხოვრებაში, ქმარი  მიხვდება, რომ „თავისუფალი ქორწინება“ არც ისეთი კარგი რამაა.

"თეატრი ხელოვნების ენაზე გვესაუბრება.მსახიობები ერთად იმისათვის იკრიბებიან, რომ შექმნან წარმოდგენა, რომელიც  გვართობს, მაგრამ ამასთანავე ფიქრისათვის განგვაწყობს. ხელოვნება გვამდიდირებს, აღგვაფრთოვანებს.ხელოვნებაა ის, რასაც მოხარული ვშორდებით, რომ შევეხეთ. სწორედ ასეთი განცდით ავივსეთ, როცა იტალიელი დრამატურგის დარიო ფოს წარმოდგენა ვნახეთ,  თუმანიშვილის თეატრის დასმა რომ ჩამოიტანა საქართველოდან. წარმოდგენაში სამი მსახიობი ისეთი ოსტატობით და რაფინირებული თამაშით იპყრობს სცენას, რომ მყისიერად გრძნობ, როგორ მყარდება ბალანსი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ქეთი დოლიძის ბრწინვალე ინტერპრეტაციისა და მისი, როგორც რეჟისორის სიბრძნეს შორის,ამავდროულად  აძლევს  საშუალება მსახიობებს გააკეთონ ის, რაც მათ საუკეთესოდ გამსოდით.“

 ***** კატერინ ლემნ. British Theatre Guide(ბრიტანული თეატრის გზამკვლევი)