მიხეილ თუმანიშვილი  1921-1996

რეჟისორი, პედაგოგი, თეორეტიკოსი, ავტორი წიგნების: „სანამ რეპეტიცია დაიწყება“, „რეჟისორი თეატრიდან წავიდა“, „ახლა კი ფარდა“

მიხეილ თუმანიშვილმა, ქართული თეატრის ერთ-ერთმა რეფორმატორმა, ყურადღება მიიპყრო ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის მეოთხე კურსზე დადგმული სპექტაკლით „მე თქვენ მიყვარხართ“, რომელიც,  როგორც ამბობენ,  „თეატრალური ხელოვნების ნამდვილი ზეიმი იყო“. მანამდე კი მის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა გრძელი და საშინელი ომი, ტყვეობა, გერმანული საკონცენტრაციო ბანაკი, გაქცევა და სრულიად  უცხო ადამიანთა დაუვიწყარი თანადგომა.

1950 წელს მიხეილ თუმანიშვილის - ახალი თეატრალური ლიდერის და მისი თანამოაზრეების, „შვიდკაცას“ მისვლით, მთლიანად  შეიცვალა რუსთაველის თეატრის ესთეტიკა.  ჰეროიკულ-რომანტიკული სტილი დავიწყებას მიეცა და  რეალური, ცოცხალი ადამიანი გაჩნდა სცენაზე, რომელსაც  სინამდვილის მძაფრი განცდა  მიჰქონდა მაყურებლამდე.“ ჩვენ არ ვანგრევდით, ახალს ვაშენებდით, ახალ გზებს ვეძებდით“ –  წერს მიხეილ თუმანიშვილი –„გამარჯვება და დამარცხება ერთმანეთს ცვლიდა“

1971 წელს  რუსთაველის თეატრიდან წავიდა.

1971-1973  ტელავიზიის თეატრალურ რედაქციაში მოღვაწეობდა.

1975  წელს, თავის მოსწავლეებთან ერთად, დააარსა  „თეატრალური სახელოსნო“, რომლის ბაზაზეც 1978 –ში გაიხსნა „კინომსახიობთა თეატრი“.

მიხეილ თუმანიშვილმა დადგა 70 სპექტაკლი, მათ შორის სამი ოპერა: „დონ ჟუანი“ 1983, „აბესალომ და  ეთერი“ 1986 და  „ბალ-მასკარადი“ 1988.

ქართული თეატრის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება მისივე აზრით რჩეული: „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“ (1951), „ესპანელი მღვდელი“ (1954), „როცა ასეთი სიყვარულია“ (1959), „ჭინჭრაქა“ (1963), „ანტიგონე“ (1968) - რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლები და „ბაკულას ღორები“ (1978), „დონ ჟუანი“ (1981), „ჩვენი პატარა ქალაქი“ (1983) - კინომსახიობთა თეატრში განხორციელებული სპექტაკლები.

1996  წელს მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა „ალუბლის ბაღის რეპეციციების“ დროს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თუმანიშვილის სახელს ატარებს მის მიერ შექმნილი კინომსახიობთა თეატრი,  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ და თეატრალური ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ფონდი, აგრეთვე ქუჩა თბილისის ცენტრში. მიხეილ თუმანიშვილის შესახებ დაწერილია წიგნები, მონოგრაფიები, სტატიები. 

2006  წელს, 11 მაისს, თუმანიშვილის ხსოვნის დღეს, პიტერ ბრუკი წერდა : “იშვიათი და განუმეორებელი იყო ის სულიერება, რაც გასაოცარ სინატიფეს სძენდა ყოველივეს, რასაც თუმანიშვილი შეეხებოდა. ამას გრძნობდი ყველგან, მის პიროვნებაში, შემოქმედებაში. შეუძლებელია ეს აღწერო, შეგიძლია მხოლოდ შეიგრძნო. იგი ხსოვნაში არ გადასულა, სულ ჩვენთანაა და ჩვენც სიყვარულით ვუღებთ მას კარს“.

           

                                                                                                                                                                                                                                        მიხეილ თუმანიშვილის შესახებ გადაღებულია მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი - „გამჭოლი მოქმედება 

(რეჟისორი - გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი)

ფილმის სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე: 

 https://www.youtube.com/watch?v=L0uxwGXEoww&t=107s   


განხორციელებული დადგმები:


1.1948 წელი _  ი. ფუჩიკი  "მე თქვენ მიყვარხართ" - თეატრალური ინსტიტუტი

2.1949წელი _  ვ. კარსანიძე  "მარად მწვანე ქედები" დიპლომი - რუსთაველის სახელობის თეატრი

3.1950 წელი _ ვ. სობკო  "მეორე ფრონტის იქით" - თეატრალური ინსტიტუტი

4.1950 წელი _ ვ. ვიშნევსკი  "დაუვიწყარი 1919" - რუსთაველის სახელობის თეატრი

5.1951 წელი _ ი. ტურგენევი  "ერთი თვე სოფლად" - თეატრალური ინსტიტუტი

6.1951 წელი _ მ. მრევლიშვილი  "ხარატაანთ კერა" - თეატრალური ინსტიტუტი

7.1952 წელი _ ი. ფუჩიკი "ადამიანებო იყავით ფხიზლად" - რუსთაველის სახელობის თეატრი

8.1952 წელი _ ნ. გოგოლი "შეშლილის წერილები" - რუსთაველის სახელობის თეატრი

9.1953 წელი _ პ. მალიარევსკი "ქარიშხლის წინ" - რუსთაველის სახელობის თეატრი

10.1953წელი _ ვ. პეტროვი "მშვიდობის კუნძული" - თეატრალური ინსტიტუტი

11.1953 წელი _ უ. გოლდსმიტი "ერთი ღამის შეცდომები" - თეატრალური ინსტიტუტი

12.1954 წელი _ დ. ფლეტჩერი "ესპანელი მღვდელი" - რუსთაველის სახელობის თეატრი

13.1955 წელი _ ა. არბუზოვი "მოგზაურობის წლები" - თეატრალური ინსტიტუტი

14.1955 წელი _ ლეო ქიაჩელი "ტარიელ გოლუა" - რუსთაველის სახელობის თეატრი

15.1955 წელი _  ი. ვაკელი "საქმიანი კაცი" - რუსთაველის სახელობის თეატრი

16.1956 წელი _ ბ. ნუშიჩი "ფილოსოფიის დოქტორი" - რუსთაველის სახელობის თეატრი

17.1958 წელი _ ა. ჟერი "მეექვსე სართული" - თეატრალური ინსტიტუტი

18.1958 წელი _ დავით კლდიაშვილი "დარისპანის გასაჭირი" - სატელევიზიო დადგმა

19.1958 წელი _ კიტა ბუაჩიძე "ამბავი სიყვარულისა" - რუსთაველის სახელობის თეატრი

20.1958 წელი _ ჯ. როდარი "ჩიპოლინოს თავგადასავალი" - სატელევიზიო დადგმა

21.1959 წელი _ პ. კოჰოუტი "როცა ასეთი სიყვარულია" - რუსთაველის სახელობის თეატრი

22.1959 წელი _ ჰ. იბსენი "მოჩვენებანი" - თეატრალური ინსტიტუტი

23.1960 წელი _ ა. არბუზოვი "ირკუტსკის ისტორია" - რუსთაველის სახელობის თეატრი

24.1960 წელი _ ე. ოდრანი "მასკოტა" - თეატრალური ინსტიტუტი

25.1960 წელი _ კ. სენდერბიუ "ქალთა აჯანყება" - რუსთაველის სახელობის თეატრი

26.1961 წელი _ გ. ჰაჯიბეკოვი "არშინ-მალ-ალან" - თეატრალური ინსტიტუტი

27.1961 წელი _ გ. ხუხაშვილი "ზღვის შვილები" - რუსთაველის სახელობის თეატრი

28.1962 წელი _ კ. გოლდონი "სასტუმროს დიასახლისი" - რუსთაველის სახელობის თეატრი

29.1962 წელი _ ა. მილერი "ხედი ხიდიდან" - გრიბოედოვის სახელობის თეატრი

30.1963 წელი _ გ. ნახუცრიშვილი "ჭინჭრაქა" - რუსთაველის სახელობის თეატრი

31.1964 წელი _ უ. შექსპირი "ზაფხულის ღამის სიზმარი" - რუსთაველის სახელობის თეატრი

32.1964 წელი _ ვ. დარასელი "სიმღერა შევარდენზე" - რუსთაველის სახელობის თეატრი

33.1964 წელი _ "ვეფხიტყაოსანი" - ა. ჩხარტიშვილთან ერთად, რუსთაველის სახელობის თეატრი

34.1965 წელი _ ბ. ბრეხტი "ჯარისკაცი არის ჯარისკაცი" - მოსკოვის ლენინური კომკავშირის თეატრი

35.1966 წელი _ უ. შექსპირი "მეფე ლირი" - რუსთაველის სახელობის თეატრი

36.1967 წელი _ ვ. ვოლოდინი "კბილის ექიმის თავგადასავალი" - თეატრალური ინსტიტუტი

37.1967 წელი _ ლეო ქიაჩელი "გვადი ბიგვა" - რუსთაველის სახელობის თეატრი

38.1968 წელი _ ჟან ანუი "ანტიგონე" - რუსთაველის სახელობის თეატრი

39.1969 წელი _ ო. იოსელიანი "სანამ ურემი გადაბრუნდება" - რუსთაველის სახელობის თეატრი

40.1969 წელი _ ჟ. რასინი "ფედრა" - რუსთაველის სახელობის თეატრი

41.1970 წელი _ ე. დე ფილიპო "ნეაპოლი-მილიონერთა ქალაქი" - თეატრალური ინსტიტუტი

42.1970 წელი _ ს. ჟღენტი "მიწის შვილები" - რუსთაველის სახელობის თეატრი

43.1970 წელი _ ა. ჩხაიძე "ხიდი" - რუსთაველის სახელობის თეატრი

44.1971 წელი _ პ. კაკაბაძე "კოლმეურნის ქორწინება" - რუსთაველის სახელობის თეატრი

45.1971 წელი _ ჟ. კოკტო "ადამიანის ხმა" - სატელევიზიო დადგმა

46.1971 წელი _ ა. ჩხაიძე "ხიდი" - თეატრალური ინსტიტუტი

47.1972 წელი _ დ. კლდიაშვილი - "მსხვერპლი" - თეატრალური ინსტიტუტი

48.1972 წელი _ ვ. როზოვის მიხედვით  "გზა მშვიდობისა" - სატელევიზიო დადგმა

49.1972 წელი _ დ. კლდიაშვილი  "უბედურება" - სატელევიზიო დადგმა

50.1973 წელი _ ჟან ბატისტ მოლიერი  "ძალად ექიმი" - სატელევიზიო დადგმა

51.1973 წელი _ უ. შექსპირი  "იულიუს კეისარი" - რუსთაველის სახელობის თეატრი

52.1975 წელი _ ა. ფადეევი "ახალგაზრდა გვარდიის სახელით" - თეატრალური ინსტიტუტი

53.1975 წელი _ ფ. დიურენმატი  "მილიონერის ვიზიტი" - მარჯანიშვილის სახელობის თეატრი

54.1977 წელი _ ლ. ჭელიძე  "ესმერალდა" - კინომსახიობთა თეატრი

55.1978 წელი _ დ. კლდიაშვილი  "ბაკულას ღორები" - თეატრალური ინსტიტუტი

56.1979 წელი _ ა. სუხოვო-კობილინი  "საქმე"  - კინომსახიობთა თეატრი

57.1980 წელი _ მ. შატროვი  "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე" - ცოტნე ნაკაშიძესთან ერთად  - კინომსახიობთა თეატრი

58.1981 წელი _ ჟან-ბატისტ მოლიერი  "დონ ჟუანი" - კინომსახიობთა თეატრი

59.1983 წელი _ თ. უაილდერი  "ჩვენი პატარა ქალაქი" - კინომსახიობთა თეატრი

60.1983 წელი _ ე. შვარცი  "დრაკონი" - თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრი

61.1961 წელი _ ვ. ა. მოცარტი  "დონ ჟუანი" - ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი

62.1984 წელი _ ე. დე ფილიპო  "ცილინდრი" - თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრი

63.1986 წელი _ ზ. ფალიაშვილი  "აბესალომ და ეთერი" - ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი

64.1986 წელი _ ნ. გოგოლი  "შეშლილის წერილები" - კინომსახიობთა თეატრი

65.1988 წელი _ ჯუზეპე ვერდი  "ბალ-მასკარადი" - ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი

66.1991 წელი _ ლ. თაბუკაშვილი  "ნატაძრალზე" - კინომსახიობთა თეატრი

67.1992 წელი _ უ. შექსპირი "ზაფხულის ღამის სიზმარი" - კინომსახიობთა თეატრი

68.1994 წელი _ ჟან ჟიროდუ  "ამფიტრიონ-38" - კინომსახიობთა თეატრი.