არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!
ინფორმაცია
პრესა
ფოტო
ვიდეო
ბილეთის შეძენა


დარიო ფო


არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!


დამდგმელი რეჟისორი:  მიკელე პანელა(იტალია)

მხატვარი: სიმონ მაჩაბელი 

მუსიკალური გაფორმება : მიკელე პანელა, გიორგი ხოსიტაშვილი

თარგმანი: მაია ჟაფარიძისა 

ტექნიკური რეჟისორი:  ელენე მონასელიძე


მონაწილეობენ: თემო გვალია, მზია არაბული, ნიკა წერედიანი, ეკატერინე ანდრონიკაშვილი,გია აბესალაშვილი, გუგა კახიანი.


მოკლე ანოტაცია:

  

რადგან ფასებმა პროდუქტებზე ისევ იმატა, ანტონიამ და მის მეზობლად მცხოვრებმა დიასახლისებმა,სახლს ქვემოთ მდებარე სუპერმარკეტის გაძარცვა განიზრახეს. მაღაზიიდან პროდუქტებით დატვირთული ანტონია გადაეყრება მეგობარ მარგერიტას, რომელიც მას ნაძარცვი სურსათ-სანოვაგის სახლში მიტანაში დაეხმარება. ამ დროს სახლში მოულოდნელად ჯოვანიც ბრუნდება- ანტონიას მეუღლე — როგორც აღმოჩნდა, საქმეები კარგად არც იმ ქარხანაში მიდის, სადაც კაცი მუშაობს. ანტონიამ იცის, რომ ჯოვანიზე საზოგადოებრივი აზრი და ტელევიზია დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ პროდუქტებს გადამალავს.
მოქმედებას უერთდება რეალურად და არარეალურად არსებული პერსონაჟები და საგნები: პაპი, სამგლოვიარო მანქანის მძღოლი, ორი ექიმი, ოთხი პოლიციელი, სანტა ეულალია და მისი მოხუცებული ქმარი, დაფეხვილი სატვირთო მანქანა, პოლიტიკოსი, ორი დირექტორი და მარგერიტას ქმარი. სწორედ ამ აყალმაყალში ვითარდება დარიო ფოს ყველაზე სოციო-პოლიტიკური და ყველაზე სურეალური კომედია.


 ხანგრძლივობა: 90 წუთი

/ერთ მოქმედებად/

პრემიერა შედგა:30.09.2016