18/02/2021
მიხეილ თუმანიშვილი - 100
წლების წინ, მიხეილ თუმანიშვილის და ეროსი მანჯგალაძის თხოვნით, რევაზ გაბრიაძემ პიესის მოქმედება ამერიკული პატარა ქალაქიდან ქუთაისში გადმოიტანა – ადამიანებს მთელს სამყაროში ხომ ბევრი რამ აერთიანებთ: უყვართ, ქორწინდებიან, შემდეგ სამუდამოდ ეთხოვებიან ერთმანეთს.
ეროსი მანჯგალაძემ ვერ მოასწრო ეთამაშა სპექტაკლში. მსახიობთა ბევრი თაობა გაიზარდა „ჩვენს პატარა ქალაქში“ და სპექტაკლი ისევ ცოცხლობს, რათა მაყურებელს შეახსენოს: „სიცოცხლე იმდენად მშვენიერია, რომ შეუძლებელია ბოლომდე შეიგრძნო მისი არსი.“
სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი >>> ჩვენი პატარა ქალაქი - 1TVSCENA