02/03/2020
თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები 3 მარტიდან - 16 მარტამდე გაუქმებულია!
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას ან ღონისძიებების დროებით გადადებას, თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები 3 მარტიდან - 16 მარტამდე გაუქმებულია. ამ პერიოდში დაგეგმილი სპექტაკლები გაიმართება აპრილსა და მაისში.
ბილეთებთან დაკავშირებით - გთხოვთ მიმართოთ თეატრის სალაროს
☎️ 234 2899
გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას!