12, 13, 14 დეკემბერს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიოთა თეატრში სპექტაკლის - „მხოლოდ ერთი კაცი“ პრემიერა გაიმართება!
რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სპექტაკლს გურამ დოჩანაშვილის იგივე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით დგამს. გადმოცემული ამბავი ქვეყანაში არსებულ სოციო-კულტურულ გარემოს ეხმიანება, რომელიც სიყვარულში გაწბილებული, განდეგილი, უსამართლობასა და უზნეობასთან მებრძოლი მითოლოგიური გმირის ისტორიას გვიყვება. წარმოდგენას ლაიტ-მოტივად გენიალური მსახიობის, ანნა მანიანის ცხოვრების ეპიზოდები გასდევს. მისი სიცოცხლის არსი - სამშობლოსა და ხელოვნების უსაზღვრო სიყვარული;
ავტორი – გურამ დოჩანაშვილი
ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – ნუგზარ ბაგრატიონი–გრუზინსკი
მხატვარი – შოთა გლურჯიძე
კოსტუმების მხატვარი – ქეთევან კობახიძე
მუსიკალური გაფორმება – მარიკა ცერცვაძე, ჯიმშერ იაშვილი
ქორეოგრაფი – გოგა ოსეფაშვილი
ტექნიკური რეჯისორი – სოფო დანელია
მონაწილეობენ: ანა მატუაშვილი, ანა მარია გურგენიშვილი , ანა ნიკოლაშილი, ნათია მეტრეველი , სოფო დანელია, პაატა კიკვაძე, თორნიკე ქასრაშვილი , თემო გვალია, გუგა კახიანი, ცოტნე მეტონიძე, ნიკა წერედიანი, თენგო წულაია, გივი წიქარიძე, ვაჟა მღებრიშვილი, საბა აბაშიძე
სპექტაკლის გაფორმება კონცეპტუალურია, რაც მიიღწევა ორიგინალური სცენოგრაფიით, კოსტიუმებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ელემენტების გამოყენებით. სასცენო ვერსიაში ძველი მითოლოგიური საბერძნეთის ნაცვლად, მოქმედება გადმოტანილია დღევანდელ სინამდვილეში - ზღვის პირას, მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ, წყალში მდგარ სახტომ კოშკურას მიდამოებში, ე.წ „ველურ პლიაჟზე“, სადაც ერთ დროს ელიტარული სანატორიუმი იყო.
ერთ მოქმედებად (ხანგრძლივობა - 90 წუთი)
სპექტაკლი დაიდგა ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით