15 მაისს, 20:00 საათზე, კინომსახიობთა თეატრში კახაბერ შარტვას სპექტაკლის - DIAGNOSIS პრემიერა გაიმართება
პიესა ნინო სადღობელაშვილმა შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილის“ მიხედვით დაწერა.
ფსიქიატრიულ კლინიკაში სიყვარულის ეპიდემიას მკურნალობენ. თუმცა, მთავარი არა მკურნალობის მეთოდი, არამედ პიროვნული არჩევანია _ რაზე თქვას უარი _ საკუთარ თავზე თუ სიყვარულზე?! უკიდურეს სიღრმეებამდე გახსნილი ადამიანის სული ახალ თავსატეხებს სთავაზობს მაყურებელს. კეთილშობილური მიზნით დაწყებული მკურნალობის შედეგი კი მორიგი საიდუმლოა, რომელიც ყველამ საკუთარი სინდისით უნდა განიცადოს.
რეჟისორი – კახაბერ შარტავა
პიესა – ნინო სადღობელაშვილი
მხატვარი – თეო კუხიანიძე
კომპოზიტორი – გიორგი ლაღიძე
ქორეოგრაფი – თიკო ქოიავა
რეჟისორის თანაშემწე – თამარ სესიაშვილი
მონაწილეობენ : ნინო ფილფანი, გიორგი მახარაძე, ნანუკა კუპატაძე, ირინა გიუნაშვილი