ყველა პროექტები მედია
26/08/2017
თუმანიშვილის თეატრი სპექტაკლით „მეფე ლირი“ ბეერ-შევას საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე მიემგზავრება!


             ჩვენთვის სასიხარულოა მოგახსენოთ, 2017 წლის ბეერ-შევას ფესტივალის სტუმარია ებრაული საზოგადოების რჩეული წარმოდგენა - თუმანიშვილის თეატრის „მეფე ლირი“ (რეჟისორი ზურაბ გეწაძე), რომელიც ნეგევის დედაქალაქმა განსაკუთრებული მასპინძლობითა და ნიშნით სამხრეთ ისრაელის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში მიიპატიჟა.

             2017 წლის 2 სექტემბერს, 2017 წლის საუკეთესო მსახიობი საქართველოსი, ზურა ყიფშიძე ისრაელის ძველისძველ მიწაზე, შექსპირის ყველაზე ფილოსოფიურ და მისტიურ ტრაგედიას ითამაშებს. რასთან დაკავშირებითაც ისრაელის სხვადასხვა ქალაქებიდან სპეციალურად ჩამოდის „მეფე ლირის“ მაყურებელი და ებრაული კულტურული კერის დამფუძნებლებს, ისევე როგორც ადგილზე მცხოვრებ ქართველებს და საქართველოს, კიდევ ერთხელ ეძლევა სადღესასწაულო მიზეზი სიხარულით აღვნიშნოთ ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26 საუკუნე! თუმანიშვილის თეატრის დასი ასევე მიპატიჟებულია იერუსალიმში, წმინდა მიწაზე მოსალოცად.

            ბეერ-შევა ჯერ კიდევ ბიბლიაშია მოხსენიებული, თუმცა როგორც ქალაქი იგი ბიბლიური ეპოქის შემდეგ და XIX საუკუნეში აღორძინდა და ისრაელის სამხრეთ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრს წარმოადგენს. ბერ შევას ფესტივალი კი ნეგევის უდაბნოს კულტურული ოაზისია, რომელიც საჰარის აღმოსავლეთით მდებაროებს. ნეგევი ისრაელის ტერიტორიის თითქმის ნახევარზე მეტს მოიცავს და აღთქმული მიწის ყველაზე გასაიდუმლოებულ მხარეს წარმოადგენს. თუმცა როგორც რჯულის კანონი ამბობს "უფლის თვალი ტრიალებს მასში" (რჯლ. 11:2). აქ არის ნებოს მთა და მისი მწვერვალი ფისგა, იორდანიდან ხუთიოდე კილომეტრის მანძილზე (იერიხონისა და გილგალის გასწვრივ), საიდანაც მოსემ გადახედა აღთქმულ მიწას, სადაც მას შესვლის ნება არ მიეცა უფლისგან. მას შემდეგ კაცობრიობამ უმნიშვნელოვანესი კატაკლიზმა გამოიარა და თანამედროვე სამყაროს ახალი საიდუმლო მისცა ამოსახსნელად.

           ბეერ-შევას საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი ისრაელში, ქვეყნის სამხრეთის კულტურ კერას და ყველაზე დიდ სახელოვნებო მოვლენას წარმოადგენს. ბერ შევას ფესტივალი ტრადიციულად 70-მდე ღონისძიებით, 230-მდე საერთაშორისო ხელოვანისთვის იშვიათ დღესასწაულს ქმნის ძველი ქალაქის უნიკალურ ინფრასტრუქტურაში. მხოლოდ იშვიათი შემთხვევით, ქალაქის ადმინისტრაციამ და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრმა, რომელიც ნეგევის უდაბნოს კულტურული ოაზისია, პირველად გაუღო კარი ქართულ თეატრს, და ისრაელის ცნობილი ბეერ-შევას სიმფონიეტის სასახლეში მიიპატიჟა, რომელიც 1973 წლიდან ისრაელის კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს წარმოადგენს.