https://www.facebook.com/TumanishviliFilmActorsTheatre/videos/636405579303856
ფესტივალის გახსნაზე ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ მსახიობები ლილი ხურითი და ზურა ყიფშიძე.
წარმოდგენილი იყო სპექტაკლი:
“ყველაფერი ნამდვილად იყო”
რეჟისორი - იოანე (ვანო) ხუციშვილი
2025 წლის 2-6 აპრილს, თბილისში SITFY საქართველო - საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (აბრეშუმის გზა) გაიმართება, რომელიც 15 ქვეყნის თეატრალურ დასს და წარმომადგენელს უმასპინძლებს. ფესტივალი საკონკურსო ხასიათისაა და წარმოდგენილი იქნება ორკაციანი სპექტაკლები (დუოდრამები), რომელთაც სპეციალური საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები 6 აპრილს, სოხუმის თეატრში დაჯილდოვდებიან.
ფესტივალში მონაწილეობენ: საუდის არაბეთი, რუმინეთი, კატარი, ომანი, თურქეთი, იაპონია, უნგრეთი, საქართველო, ტუნისი, ბაჰრეინი და სხვა. თითოეული დასი 1-საათიან სპექტაკლს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ერთხელ შესრულდება.
SITFY -ს (შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისათვის) დამაარსებელი ხელოვანი და რეჟისორი მაზენ ელ-გარბავია. ამავდროულად, ის გახლავთ „SITFY საქართველოს“ დამფუძნებელი. ამჯერად ეს პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება.
ფესტივალის საქართველოში ჩატარების ორგანიზატორები არიან: შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისთვის (SITFY) და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი (ITI Georgia).
ფესტივალი თბილისის მერიის, ეგვიპტის კულტურის მინისტრისა და სამხრეთ სინაის გუბერნატორის პატრონაჟით და აგრეთვე, ეგვიპტის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალის სტუმრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“