შეხვედრა პოეტებთან: როი აბუსელიძე, ბელა ქებურია და სულხან წულუკიძე
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი წარმოგიდგენთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურულ პროექტს
“ცოცხალი წიგნები”…
“ბათუმში ტალანტი და ნიჭიც ისეთივე უხვია, როგორც მზე და როგორც წვიმა. დღესაც, ტრადიციულად, ძლიერად ისმის აჭარიდან ქართული პოეტური სიტყვა და მას სხვადასხვა თაობის შემოქმედები ქმნიან. ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის პოეტურ ტრადიციებს ღირსეული გამგრძელებლები ჰყავს ვახტანგ ღლონტის, დავით თედორაძის, სანდრო ბერიძის, გენრი დოლიძის და ახალგაზრდა თაობის არაერთი ნიჭიერი ავტორის სახით. „ცოცხალი წიგნები“ გიწვევთ ბათუმელი პოეტების: როი აბუსელიძის, ბელა ქებურიას და სულხან წულუკიძის საღამოზე. მათ ჩინებულ პოეზიასთან ერთად სხვა პოეტების ლექსებსაც მოისმენთ, რომელთა ხმა ერთიანი ქართული პოეტური ტრადიციის ულამაზეს წახნაგებს ქმნიან.”