ყველა პროექტები მედია
13/06/2023
ნინია სადღობელაშვილი

 26 ივნისი - ნინია სადღობელაშვილი 

 დასაწყისი - 20:00 საათი

 „საწყალი კაცის თვალებში გადავიხედე როგორც ნაგავსაყრელში, გადაგდებული ჩვილივით კვნესოდა შიგსიცოცხლის ნდობა“ 

 ნინია სადღობელაშვილი - ქართველი პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგიმისი ლიტერატურული დებიუტი 2006 წელს, მოთხრობების კრებულით „ბამბაზიის სამოთხე“ შედგა (გამომცემლობა „ინტელექტი“).არის ავტორი პოეტური და პროზაული კრებულებისა. გამოსცა საყმაწვილო-სათავგადასავლო რომანების ციკლი „განძის თეატრი“. 

 მისი პიესები იდგმება როგორც თბილისის, ასევე - რეგიონის თეატრებში. სტუდია „ხომლთან“ ერთად შექმნა არაერთი შემეცნებით-საგანმანათლებლო ფილმი და პროექტი.მისი ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილები და ესეები იბეჭდება როგორც ბეჭდურ, ისე ინტერნეტ-პერიოდიკაში. არის რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატი („ლიტერა“, თბილისის საკრებულოს სპეციალური პრიზი, „საგურამო“, გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია „ალავერდი“).

 ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ასევე თეატრის სალაროში