ივნისი - გია მურღულია
დასაწყისი - 20:00 საათი
„ამქვეყნად ორი რამ არსებობს: მოვალეობის სიყვარული და სიყვარულის მოვალეობა“ - გია მურღულია
გია მურღულია - ცნობილი ფილოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, მწერალი, ჰუმანიტარული აკადემიის დამფუძნებელი, დავით გურამიშვილის ფონდის დამაარსებელი, სასკოლო სახელმძღვანელოების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების ავტორი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი.
სხვადასხვა წლებში იყო ქართული ლიტერატურის პედაგოგი, საგანმანათლებლო-პედაგოგიური ჟურნალების დამფუძნებელი და რედაქტორი, საავტორო გადაცემების წამყვანი რადიო და ტელესივრცეში, სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და კავშირების დამფუძნებელი.
მკითხველი იცნობს გია მურღულიას წიგნებს: "საუბრები უფროსკლასელებთან", „ცხრის ნახევარზე", "საღამოს ლექსები", „მე მინდა, რომ მიკითხავდე წიგნებს", "მძიმე და მსუბუქი".
შეხვედრაზე ავტორი საზოგადოებას წარუდგენს ახალ კრებულს „სიტყვები ცაზე“ , რომელშიც გაერთიანებულია მინიატურები, პოეტური მოთხრობები, პროზაული ტანკები, ჰაიკუ ქართულად და ჩანაწერები.