ყველა პროექტები მედია
07/05/2023
ტარიელ ხარხელაური

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი წარმოგიდგენთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურულ პროექტს

“ცოცხალი წიგნები”

8 მაისი - ტარიელ ხარხელაური

 დასაწყისი - 20:00 საათი

„სამშობლო ჩემო,

პოეტი შენ ხარ,

მე შენი ენით მოლაპარაკე“

 ტარიელ ხარხელაური - პოეტი. 

პირველი კრებული „წყალი საკალმახე“ 1978 წელს გამოიცა. მას მერე ეს სახელი და გვარი განსაკუთრებულად ძვირფასი გახდა ქართველი ხალხისთვის. 

 ქართული პოეზიის უმდიდრეს პოეტურ ტრადიციას მისი შემოქმედებაც შეეხიდა საიმედო ბურჯად და ლექსებად, რომლებიც  ქართველი მკითხველის  გულთან ადვილად მიდის, ლექსებად, რომლებიც გამღერდა, ლექსებად, რომელმაც დაიტია ფიქრი ღმერთზე, სამშობლოზე, ადამიანური ყოფით საზრისზე, იმედზე, სიყვარულზე, ტკივილზე და ეს ყველაფერი საკუთარი სულიერი  და ცხოვრებისეული გამოცდილებით აქცია პოეზიად!