"ვნებები თელებქვეშ"
“მზესაც ჩვენსავით დასავლეთისკენ მიეჩქარება”
თარგმანი - ია გოგიშვილი
რეჟისორი - გიორგი ჩალაძე
მხატვარი - ანანო დოლიძე
კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება - ია გოგიშვილი
ქორეოგრაფი - გია მარღანია
რეჟისორის ასისტენტი - სოფო დანელია, ანა ხოშტარია
მოქმედი პირები:
ეფრაიმ ქებოთი - გოგა პიპინაშვილი
ები პათნემი - ნინო ჭოლაძე
ებენი - ბექა მეძმარიაშვილი (ეფრაიმის ვაჟი) (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი)
სიმეონი - ნიკა წერედიანი (ეფრაიმის ვაჟი)
პიტერი - გიორგი ჩაჩანიძე (ეფრაიმის ვაჟი)
მეზობელი I - ნიკა წერედიანი
მეზობელი II - გიორგი ჩაჩანიძე
ფოტო - კახაბერ შარტავა
მტაცებლური კაპიტალიზმის ეპოქაში, სადაც მესაკუთრეობის ფენომენმა კულმინაციას მიაღწია, ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტად დაშორდა საკუთარ არსს.... ნაცვლად იმისა, რომ სამყაროსთან ჰარმონიაში არსებობდეს, ყველაფერს ფლობის საგნად აქცევს და თავადაც ფლობის ინსტრუმენტი ხდება. შედეგად ის უპირისპირდება თავის ბუნებრივ საწყისს და საკუთარივე ვნების მსხვერპლი ხდება.
სპექტაკლის მოქმედება ფერმის გარშემო ვითარდება. იქ მცხოვრებ ყველა ადამიანს სხვადასხვა მიზეზით ამ მიწის ერთპიროვნულად დასაკუთრება სურს და ერთმანეთსაც მხოლოდ საკუთარი მიზნის მისაღწევად იყენებენ. მსგავს ეგოიზმსა და დაუფლების ვნებას კი პერსონაჟები ტრაგედიამდე მიჰყავს.
სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოს კულტურის სამინისტრო
ბილეთების შეძენას შეძლებთ როგორც თეატრის სალაროში /დავით აღმაშენებლის გამზირი N164/
ასევე - ონლაინ
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდამჭერი - კომპანია „მაგთიკომი“.
საინფორმაციო მხარდაჭერა - რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.