“ყოფილების სარეცელი”
ავტორი: ირაკლი სამსონაძე
რეჟისორი: კახაბერ შარტავა
მხატვარი: ანა იაკობაშვილი
რეჟისორის ასისტენტი: სოფო ორჯონიკიძე
ფოტოების ავტორი: იკა პირველი
მონაწილეობენ:
ნინო ბურდული, გიორგი ჩაჩანიძე
სპექტაკლის შესახებ :
“ყოფილების სარეცელი”ემიგრაცია , საკუთარი ნავსაყუდელის ძიება უცხო ქვეყანაში . ადამიანები როცა რაღაცას გაურბიან, მაგრამ ყველაზე მთავარი თან დააქვთ, ვერ გაცნობიერებული , ან ღმრმად ქვეცნობიერში დალექილი ტრამვები, ოჯახი, ქმარი, შვილი და მათზე ზრუნვის ფერხულში დაკარგული მე . მაშინ როცა ყოველდღიური რუტინა კომფორტად იქცევა , როცა ფიქრის დროს აღარ იტოვებ და ყოველი წამი სხვაზე ზრუნვით გაქვს დაკავებული რათა იმ მთავარზე ფიქრის დრო აღარ დაიტოვო , ადამიანური ინსტიქტები იწყებენ გაუცნობიერებელ ძიებას იმ ბედნიერი წუთებისა, რომელიც ოდესღაც გქონდა და სადღაც მიაძინე.
სპექტაკლი სწორედ სათქმელია იმ უმთავრესისა, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ აუცილებელია რომ ადამიანებს შევახსენოთ , საკუთარი თავი და მასთან დიალოგით მოგვარება უმთავრესისა, რომ სამყარო აღიქვა ისეთი როგორი მრავალფეროვანიც არის . წინააღმდეგ შემთხვევაში სადაც არ უნდა გავიქცეთ ის სულ თან დაგვყვება. ყველას და ყველაფერს დატოვებ, მაგრამ საკუთარ თავს ვერა , ის ხომ სულ თან გდევს. შეიძლება გახდე ყოფილი ქმარი, ყოფილი, ცოლი , შვილი დედა და ერთ დღესაც ხდები ყოფილი ადამიანი. სწორედაც რომ ყოფილი ადამიანების სარეცელზე ვდგავართ ჩვენ, ჯერ კიდევ ადამიანები. ამიტომ არის უმთავრესი რომ არ უნდა დავივიწყოთ ერთი ყველაზე დიდი ჭეშამრიტება, სანამ ხარ აქ და ახლა მოასწრო ყველაზე მთავარი სიცოცხლე.
სპექტაკლის ორი მთავარი გმირი ვანო და ნანა სწორედ ნათელი მაგალითია ყოფილი ადამიანებისა. რომლებმაც ვერ მოასწრეს სიცოცხლე და სიცოცზლით ტკბობა. ეს ერთი შეხედვით მარტივი მაგრამ ცხოვრების გზაზე ადამიამების დაკარგვის და ყოფილებად ქცევის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.
სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის ფარგლებში - “ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა”
პრემიერა შედგა 2023 წლის / 18 - 19 - 30 ნოემბერს
ხანგრძლივობა : 75 წთ .