ბესიკ ხარანაულის „ყველაფერი ნამდვილად იყო“
რეჟისორი - იოანე (ვანო) ხუციშვილი
კომპოზიტორი - გოგი ძოძუაშვილი
კოსტიუმის მხატვარი - ზურა გოგორიკიძე
გრიმი - მადონა ჭანტურია
ტექნიკური რეჟისორი - სოფიო ორჯონიკიძე
მონაწილეობს: მზია არაბული
სპექტაკლის შესახებ :
სპექტაკლი „ყველაფერი ნამდვილად იყო“ - ისტორიული ფასეულობებიდან გამომდინარე, თუმანიშვილის თეატრმა, სპეციალურად საფრანგეთში, ლევილის ქართული ფესტივალისთვის შექმნა, სპექტაკლის პრემიერა ლევილში შედგა. სპექტაკლი შეიქმნა ცოცხალი კლასიკოსის - ბესიკ ხარანაულის ტექსტზე „მკვდრების სიმღერა“ დაყრდნობით და ის ერთგვარ დიალოგს წარმოადგენს მიწასთან ანუ საკუთარ თავთან. ეს სპექტაკლი ერთგვარი გადააზრება და გაფრთხილებაა წარსულის, აწმყოსი და მომავლის.„არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ,არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები,გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!“სპექტაკლი „ყველაფერი ნამდვილად იყო“ არის დიალოგი აპოკალიფსზე, როგორც ახლის დაბადების შესაძლებლობაზე.
სპექტაკლის პრემიერა შედგა საფრანგეთში, ლევილის ქართულ ფესტივალზე 2023 წლის / 19-20 აგვისტო
სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით
ხანგრძლივობა : 50 წთ.