ცხენები ფანჯარაში
ინფორმაცია
ფოტო
ბილეთის შეძენა

მატეი ვიშნეკი - “ცხენები ფანჯარაში” 

რეჟისორი: ნინო მაღლაკელიძე 

თარგმანი: ვალერი ოთხოზორიასი 

მხატვარი: თამარ ოხიკიანი 

მუსიკა: ანი მურღულია, გიორგი ჯიქია

ვიდეო: ლევან კვარაცხელია

ტექნიკური რეჟისორი: ელა კაზარიანი 

 მონაწილეობენ: 

მზია არაბული, გივი ბალანჩივაძე, ანრი ბიბინეიშვილი, ირინა გიუნაშვილი, კატო კალატოზიშვილი, ანა მატუაშვილი, გია როინიშვილი, ნუცა სულაბერიძე, ლუკა ჩიბუხაია.  


სპექტაკლის შესახებ : 

“ცხენები ფანჯარაში” შედგება სამი პატარა ამბისგან. მათში არ ჩანს ომი, სისხლი, ტალახი, იარაღი. ჩანს მხოლოდ ადამიანი და მისი სახე, თუ როგორი რჩება ის ომის შემდეგ და რა ტრანსფორმაციას განიცდის მისი სხეული თუ სული. გამადიდებელი შუშის მიღმა ჩანს ქალის სახე, რომელიც ვიღაცას მოელის, თუმცა ეგებება არა იმას, ვინც ომში გააცილა, არამედ სხვას, მისთვის უცნობ, გაუცხოებულ პიროვნებას.სპექტაკლში მკვეთრადაა ასახული ქალის ფსიქიკა, რომელიც ნაწილ-ნაწილ ინგრევა და ნადგურდება. მართალია ომის ხაზი სადღაც შორსაა, თუმცა, თავად ომი აქ არის, მათში!

პრემიერა შედგა 2023 წლის / 11-12 ნოემბერს

ხანგრძლივობა : 70 წთ .

სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის ფარგლებში - “ქალი რეჟისორების მხარდაჭერა”