უილიამ შექსპირი
მეფე ლირი
რეჟისორი : ზურაბ გეწაძე
თარგმანი : მანანა ანთაძისა
მხატვარი : შოთა გლურჯიძე
მუსიკის ავტორი : ერეკლე გეწაძე
სასცენო მოძრაობა : კახა ხოშტარია
რეჟისორის ასისტენტი : სოფო ორჯონიკიძე
ტექნიკური რეჟისორი : ელენე მონასელიძე
მონაწილეობენ :
ზურაბ ყიფშიძე, აკაკი ხიდაშელი, ნანუკა ლითანიშვილი, მაია გელოვანი, კატო კალატოზიშვილი/ქეთა შათირიშვილი, პაატა ინაური, გიორგი ყიფშიძე, გაგა შიშინაშვილი, თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, ვანო თარხნიშვილი, ჯეჯი სხირტლაძე/ანრი ბიბინეიშვილი, გუგა კახიანი, გაგი შენგელია, ერეკლე გეწაძე, ირაკლი კერესელიძე/ნიკა ნიკურაძე
სპექტაკლის შესახებ:
გავიდა ასწლეულები, მაგრამ უილიამ შექსპირის პიესები კვლავაც იპყრობს მკითხველისა თუ მაყურებლის ყურადღებას. მისი ნამუშევრების უკვდავების საიდუმლო დაყრდნობილია ძლიერ, ადამიანურ გრძნობებსა და ვნებებზე, უდიდეს სიყვარულზე, შურისძიებაზე თუ ძალაუფლების წყურვილზე, სწორედ ამიტომ არ გვტოვებს შექსპირის გმირები გულგრილს, რადგან ყველა ეს გრძნობა მარადიულია....
პიესის დასაწყისში შექსპირი მეფე ლირს წარმოგვიდგენს თავისი სასახლის კედლებში როგორც დიად, ამაყ და დესპოტურ პერსონას, დარწმუნებულს თავის ავტორიტეტსა და სტაბილურობაში. მეფე, რომელსაც განზრახული აქვს სახელმწიფო გაუყოს თავის სამ ქალიშვილს, სანაცვლოდ იმისა, თუ რაოდენ დიდია მათი სიყვარული მამისადმი. უფროსი დები – გონერილია და რიგანა არ აკლებენ მამას ხოტბას და სიყვარულს, ხოლო უმცროსი, მეფის უსაყვარლესი ქალიშვილი კორდელია თავს შეიკავებს უცხო საზოგადოების წინაშე. განრისხებული მამა უმცროსს ქალიშვილს სასახლიდან გააგდებს, ხოლო სახელმწიფოს ორ უფროს დას შორის გაყოფს. შემდგომი მოვლენები ისე ვითარდება, რომ ყველასთვის ზედმეტ ტვირთადქცეული მეფე რჩება ძალაუფლების გარეშე, ფაქტობრივად მშიერი და გასაჭირში მყოფი. საკუთარი ქალიშვილებისგან უარყოფილი... სწორედ მაშინ იწყებს მეფე გააზრებას, თუ რამდენად ძვირფასია გულწრფელობა.
პრემიერის თარიღი : 28 მაისი 2016
ხანგრძლივობა : 180 წუთი / ერთი შესვენებით