რეჟისორი: ზურაბ გეწაძე
ავტორი: ლაშა ბუღაძე
მხატვარი: შოთა გლურჯიძე
კომპოზიტორი: ზურაბ გეწაძე
კოსტიუმების მხატვარი : ნინო ქორიძე და სოფო ( მარიამ ) ქორიძე
მონაწილეობენ: ეკა ჩხეიძე, ნათია ფარჯანაძე, გიორგი ყიფშიძე, ლია კაპანაძე/დარეჯან ხაჩიძე, პაატა ინაური, მაია გელოვანი, რუსუდან ბოლქვაძე, ნანა შონია, ქეთი ასათიანი/ანა მარია გურგენიშვილი, ნიკა წერედიანი, თემო ნატროშვილი, ნანუკა ლითანიშვილი.
სპექტაკლის შესახებ :
პატარა პიესებს თუ სკეჩებს ერთი რამ აერთიანებს: ეს სოციალურად პრობლემატური ტექსტებია და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ სოციალური ანეკდოტები. მართალია, ტექსტები მეტწილად აბსურდის ჟანრშია დაწერელი, მაგრამ ამ ფასადური, გარეგნული აბსურდის მიღმა იმალება ჩვენს გარშემო, ჩვენს დღევანდელ სამყაროში, საზოგადოებაში არსებული ბევრი რეალური პრობლემა, რეალური ტრაგედია, რეალური გაცხადებული თუ გაუცხადებელი ისტერია და ნერვოზები. პარადოქსებისა თუ აბსურდის თეატრი სცდება მკვეთრად განსაზღვრულ ჟანრულ კატეგორიებს – ეს ტექსტებიც რამდენადაც სასაცილოა, იმდენად ტრაგიკული და საშიშიცაა. პიესებში გაშიშვლებულია ის, რაზედაც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, რასაც შინაგანად ატარებენ ან განიცდიან, მაგრამ არ ამჟღავნებენ. და რაც მთავარია, ამ პიესების გამჭოლად ომი დგას. რეალური, მასშტაბური და ლოკალურიც.
ხანგრძლივობა : 70 წუთი / ერთ მოქმედებად
პრემიერა შედგა : 2010 წლის 13 იანვარი