მწვანე ბარათი
ინფორმაცია
ფოტო
ბილეთის შეძენა

 რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე
ავტორი: ნინო სადღობელაშვილი
მხატვარი: თეო კუხიანიძე
კოსტიუმების მხატვარი: დათუნა სულიკაშვილი
ქორეოგრაფი: ვეკა პირმისაშვილი, მურო გაგოშიძე
რეჟისორის ასისტენტი: სოფო ორჯონიკიძე

 მონაწილეობენ:
გია აბესალაშვილი, ეკა ანდრონიკაშვილი, მზია არაბული, ირინა გიუნაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე, გუგა კახიანი/ბექა ჯუმუტია, ნინელი ჭანკვეტაძე.

 სპექტაკლში მონაწილეობენ:
The Bookmarks
კატო ჩქარეული, მარიტა ხვედელიძე; ბარბარე იმნაძე; ანასტასია გარსევანიშვილი; ნიკოლოზ ხარატი; სოსო ჩაჩუა; რატი გელოვანი; ნიკო ვასაძე
იდეის ავტორი და პროდუსერი: ბუკა კარტოზია


სპექტაკლის შესახებ:

სპექტაკლი ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებას აღწერს, კონკრეტული დიასპორის -აშშ–ში მცხოვრები ქართველების თავგადასავალის ფონზე. პიესა აგებულია რეალური, დოკუმენტური ფაქტების მიხედვით, რომლებიც ემიგრანტთა რთული ყოფის, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის, მონატრების და ადამიანური სისუსტეების სევდიან და მხიარულ ამბებს გვიყვებიან.

ემიგრაცია თანაბრად აქტუალური და მტკივნეული თემაა როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობს და მუშაობს, არჩენს სამშობლოში დატოვებულ ოჯახებს და დიდწილად, ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად დღემდე ემიგრანტებისგან გადმოგზავნილი ფულადი რესურსი რჩება. ხოლო ის, თუ რის ფასად, რის ხარჯზე უწევთ მათ ამხელა მსხვერპლის გაღება, როგორ ცხოვრობენ, რას განიცდიან და ფიქრობენ თუ არა უკან დაბრუნებაზე, ხშირად ჩვენი საზრუნავის მიღმა რჩება.


ხანგრძლივობა : 80 წუთი / ერთ მოქმედებად 

პრემია შედგა : 2021 წლის 8ოქტომბერი

განახლებული დადგმა :