მელოტი მომღერალი ქალი
ინფორმაცია
გამოხმაურება
პრესა
ფოტო
ვიდეო
ბილეთის შეძენა

ეჟენ იონესკო


მელოტი მომღერალი ქალი


გადმოაქართულა: ზურაბ გეწაძემ

რეჟისორი : ზურაბ გეწაძე

მხატვარი:ნინო ქორიძე, სოფო მარიამ ქორიძე

მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გეწაძე


მონაწილეობენ : ნანა შონია, თემო ნატროშვილი, ვანო თარხნიშვილი, მაია გელოვანი, გიორგი ნაკაშიძე, ნანუკა ლითანიშვილი


მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში ოდითგან არსებულ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების გარკვეული წევრების ერთმანეთთან ურთიერთობის კონფლიქტი, ერთმანეთის და საერთოდ გარე სამყაროს მიმართ ინდეფერენტული, ზედაპირული და არალოგიკური დამოკიდებულება, რასაც საბოლოოდ აბსურდულ სიტუაციამდე მივყავართ. ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებიან და ერთმანეთის არ ესმით,  ლაპარაკობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ილაპარაკონ, ყვირიან  იმიტომ, რომ უნდა იყვირონ, ჩხუბობენ იმიტომ, რომ იჩხუბონ და არავითარი აზრი ან მიზანი მათ ქმედებას არ გააჩნია. ამას ისიც ამძიმებს, თუ ეს ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან, ოჯახი კი სახელმწიფოს მოდელია.


სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 სთ და 20 წთ

/ერთ მოქმედებად/

პრემიერა შედგა 13.04.2007

მაყურებელის შეფასება - ინ ქომი - სპექტაკლის „მელოტი მომღერალი ქალი“ -ის შემდგომ  (ედინბურგი 2013)

  • მომეწონა ნამუშევარი, სპექტაკლი დასაწყისი ფანტასტიურია,ამ შემთხვევაში დასაწყისის უდიდეს ნაწილს ვგულისხმობ. საოცრად საინტერესო სპექტაკლია. ძალიან ვისიამოვნე სპექტაკლით. საინტერესო ფაქტია, რომ სწორედ ამა დილით მე და ჩემ მეუღლეს გვქონდა სწორედაც ესეთი დილოგით ვიწყებთ უკვე მთელი 40 წელიწადია ვინ წავა კვერცხებზედა ა. შ. რა საინტერესო დამთხვევაა და ფანტასტიური. ჩვენ ყოველ დილით ასეთი აბსურდული დიალოგით ვსაუბრობთ. ვინ იყიდის ან ვისთან იყიდის დილის საუზმეს და შემდეგ ჩვენ შორის ასეთი ტიპის დიალოგი იწყება.
  • მართლაც ძალიან მომეწონა და ყველას ურჩევ და რეკომენდაციას უწევ, რომ აუცილებლად ნახონ ეს სპექტაკლი, იმდენად ძლიერი და საინტერესო სპექტაკლია.


ინტერვიუ მსახიობ ივენ ბრემნერთან სპექტაკლის „მელოტი მომღერალი ქალი“ -ის შემდგომ

  • თქვენი შთაბეჭდილება სპექტაკლის შესახებ?
  • სპექტაკლი შთამბეჭდავია, რთულია როცა ენა არ გესმის, ტიტრებს უყურო თუ სპექტაკლს ადევნო თვალი, სამწუხაროდ ტიტრების ყურებას დრო მიაქვს. რაც შეეხება სპეტექტაკლს ძალიან მომეწონა, მრავლის მთქმელია. მომეწონა მსახიობების პროფესიონალიზმი. მთლიანი შემადგენლობა მომეწონა მსახიობების. ძალიან კარგები არიან. მათი თამაშის სტილი და ხერხი საკმაოდ საინტერესოა, ძალიან მომეწონა.

"მოემზადეთ აბსურდის თეატრის მასტერკლასისთვის იონესკოს კლასიკადქცეულ სპექტაკლში "მელოტი მომღერალი ქალი", რომელიც თანამედროვე საქართველოში ვითარდება"


… ამ ქართველმა მსახიობებმა ერთ-ერთი  ყველაზე საუკეთესო ანსამბლური სპექტაკლი წარმოადგინეს, რაც კი ფრინჯზე წელს მინახავს.  ეს არის შესანიშნავი ქართული ვერსია იონესკოს "მელოტი მომღერალი ქალის"…


…რეჟისორ ზურაბ გეწაძის ბრწყინვალე და ჭკვიანური მიგნებაა, რომ მოქმედება საქართველოში გადმოაქვს - ასეთი დამახასიათებელი საშიში იერარქიული გარემოთი და კორუფციული კეთილდღეობით, პოლიტიკური ზეწოლით და უსამართლობით, რაც ცოტა ხნის წინ სუფევდა მათ ქვეყანაში. და ყოველივე ამის მიუხედავად რეჟისორი ყოველნაირი საშუალებით გაურბის ყველაზე დიდ შეცდომას, რაც იონესკოს დადგმის დროს ემართებათ, თითქოს იონესკო უნდა გათამაშდეს კლოუნადისა და თეთრად შეთითხნილი სახეების გამოყენებით. რეჟისორი ფილტრავს დიალოგს. მსახიობების თამაშის მანერას გადაკრავს სატელევიზიო სიტ კომების სტილისტიკა, რის დროსაც ეს ბრწყინვალე, სატირული პოეზიით გაჟღენთილი ტექსტი კიდევ უფრო გამოკვეთილია. გეწაძე და მისი მსახიობები ქმნიან 80 წუთიან სუფთა და აღვირახსნილ კომედიას, რომელიც სავსეა პოლიტიკური ქვაკუთხედებით და ობერტონებით, რომლებიც არასდროს არ უშლის მოქმედებას და არ დომონირებს მასზე;და ნანა შონია, მთავარი დიასახლისის როლში გვიჩვენებს ექტრაორდინალურ თამაშის მანერას, გაუგონარი, დახვეწილი, ფრთხილიდ ირონოული, რომელსაც მხარს უბამს და ერწყმის ბრწყინვალე ანსამბლი შესანიშნავი მსახიობებისა. მათ ესმით აბსურდიზმის ყველა ხერხი და ამიტომაა რომ ამ გადარეულ და შერყეულ სამყაროში ესაა ერთადერთი ფორმა, რომელიც ამათლებს.


ჯოის მაკმილანი,  გაზეთი "სკოტსმენი", ედინბურგი.


"The Scotsman" 14/08/2013